მომხმარებელთან უკუკავშირის სპეციალისტი

ევექსი კლინიკები  აცხადებს  შერჩევას მომხმარებელთან უკუკავშირის სპეციალისტი  პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი.

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი,5 სამუშაოდღეკვირაში

 

ძირითადიმოვალეობები:

  • მომხმარებელთან დროული და შედეგზე ორიენტირებული უკუკავშირი;
  • უკუკავშირის პროცესის მართვა, ქსელში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად;
  • პაციენტებისგან შემოსული საპრეტენზიო განაცხადების განხილვა; პრეტენზიების/საჩივრების კატეგორიზაცია და პროცესის აღრიცხვა;
  • სერვისთან დაკავშირებული პრეტენზიების მოკვლევა, მომხმარებელთან კომუნიკაცია და დროული უკუკავშირის გაცემა;
  • შემოსული საპრეტენზიო განაცხადების სტატისტიკის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის რაპორტების მომზადება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის კვლევა, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი უშუალო უფროსთან, კლინიკების მენეჯერებთან და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურულ ერთეულთან;
  • უკუკავშირის პროცესის შედეგების შეფასების მიზნით, კლინიკებთან კომუნიკაცია;
  • უკუკავშირის ფარგლებში, პაციენტთა კმაყოფილების გამოკითხვა;

 

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

   პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;  
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;

 

განაცხადისმიღებისბოლოვადაა:  7 ივლისი,  2022



ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line