ლაბორატორიული სამსახურის კოორდინატორი

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას ლაბორატორიული სამსახურის კოორდინატორის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკების ლაბორატორიის მიმართულების კოორდინირება
  • ლაბორატორიების აღჭურვისა და  მუშაობის ოპტიმიზაცია
  • ლაბორატორიული მომსახურების სტანდარტების დაცვის საკითხების კოორდინირება
  • ლაბორატორიაში წარმოშობილი პრობლემებისა თუ გადასაჭრელი საკითხების იდენთიფიცირება და აღმოფხვრა
  • შესასრულებელი სამუშაოს შინაარსიდან ან პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა
  • შესრულებული სამუშაოს  მონაცემების სტატისტიკის წარმოება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • საჭიროების შემთხვევაში კადრის დაკომპლექტებაში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სახელმწიფო ლიცენზია ლაბორატორიულ მედიცინაში
  • აუცილებელია ლაბორატორიული მიმართულებით მენეჯერული გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  19 იანვარი, 2021

 

ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line