ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსი

ევექსი კლინიკები“  აცხადებს შერჩევას ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე

სამუშო განაკვეთი:  40 სთ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00               
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველა N40

ძირითადი მოვალეობები:

  • საინვენტარიზაციო გრაფიკის შემუშავება;
  • გეგმური ინვენტარიზაციის განხორციელება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ქსელის მასშტაბით;
  • მედიკამენტების ვადების ხარვეზების იდენტიფიცირება;
  • ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
  • ინვენტარიზაციის რეპორტინგის წარმოება;
  • დანაკლისების და ზედმეტობების გამომწვევი მიზეზების პრევენციულ ზომებზე რეკომენდაციების შეთავაზება; 
  • საინვენტარიზაციო გუნდის მართვა;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ფინანსების ან სამედიცინო მიმართულებით) უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლების მქონე კანდიდატს;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დოკუმენტებისა და პროცედურების შედგენის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  16აგვისტო, 2022წ.


“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი
დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლება მოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line