ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს  ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6

რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

      ძირითადი მოვალეობები:

  • საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა;
  • სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
  • კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
  • უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

       საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულო საშუალო განათლება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (7,10) ცოდნა;
  • Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2013, 2016 ცოდნა;
  • დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

       დამატებითი მოთხოვნები:

  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  14 მაისი, 2019

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და 

გისურვებთ   წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line