ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტი

ევექსის კლინიკები“  აცხადებს შერჩევას ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტიპოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
  • ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემის (IFRS)  საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი;
  • საერთაშორისო აუდიტორებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა;
  • შიდა მმართველობითი რეპორტებისმომზადებადადეტალური ანალიზი;
  • ბიუჯეტირების და დანახარჯთა კონტროლის პროცესის სრული ადმინისტრირება;
  • ახალი პროექტების მომგებიანობის ანალიზის ფორმირება;
  • SQL ბაზებთანმუშაობა და Power BI-სთან დაინტეგრირება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
  • ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
  • კომპიუტერულიპროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel-ისუმაღლესდონეზეცოდნასავალდებულოა);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • SQL ბაზებთან და Power BI- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პროფესიული განვითარების მოტივაცია.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  20 აპრილი, 2021 წ.

 

 

“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line