დაზღვევის მიმართულების და გაყიდვების განყოფილების უფროსი

ევექსი კლინიკები  აცხადებს  შერჩევას დაზღვევის მიმართულების და გაყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე თბილისში.

 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • დაზღვევის მიმართულების სრული მენეჯმენტი და განვითარება;
  • კომპანიის სადაზღვევო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;  
  • სადაზღვევო პარტნიორებისთვის ქსელის მასშტაბით სერვისის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
  • დაზღვევის მიმართულების პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გაყიდვების არხების განვითარება, სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • შემოსავლების ანალიზი და შედეგების მიხედვით სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
  • გუნდის მიერ შესრულებული გეგმების მონიტორინგი /ინფორმაცის ანალიზი;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვეო ინდუსტრიაში მენეჯერულ პოზიციაზე; 
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (c1)

 

 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • კომუნიკაბელური, კრეატიული, ორგანიზებული და დამოუკიდებელი;
  • დედლაინებსა და შედეგზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  • ანალიზის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი, 2021 წელი 

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


 


 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line