დაავადებათა ელექტრონული რეესტრისა და კლინიკური ხარისხის კოორდინატორი

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას  დაავადებათა ელექტრონული რეესტრისა და კლინიკური ხარისხის კოორდინატორის პოზიციაზე.

 სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

სამუშაო გრაფიკი:სრული

 

 

       ძირითადი მოვალეობები:

  • ევექსი კლინიკების სამედიცინო დაწესებულებებში დაავადებათა ელექტრონული რეესტრის  სტატისტიკური ანალიზი;
  • პრევენციული ჯანდაცვის სერვისების კლინიკური ინდიკატორების მონიტორინგი;
  • კლინიკურ დირექტორთან კოორდინირებით, კლინიკური ხარისხისათვის საჭირო ინდიკატორების  გათვალისწინებით, დაავადებათა ელექტრონული რეესტრის შექმნაში მონაწილეობა;
  • დაავადებათა ელექტრონული რეესტრისა და ელექტრონული სამედიცინო სერვისებისათვის საჭირო კლინიკური ხარისხის მარეგულირებელი დოკუმეტაციის შექმნა;
  • დაავადებათა კლინიკური მართვის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შექმნაში მონაწილეობა და მათი აღსრულების მონიტორინგი;
  • სამედიცინო მონაცემთა ბაზების სისწორის შემოწმება/მონიტორინგი;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის მონიტორინგის პროცესის ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა;
  • ქსელის მასშტაბით, მაღალი რისკის მედიკამენტების უტილიზაციის მონიტორინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული,უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება,

 

        საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა სამედიცინო სფეროში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია კლინიკური ხარისხის მიმართულებით;
  • სასურველია კანდიდატს ქონდეს გავლილი სასერტიფიკატო კურსი „ჯანდაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა“ ან „ჯანდაცვის ადმინისტრირება“;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (B2);

 

 

       იროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

 

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  14 აგვისტო  , 2022წელი


ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

 

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line