ბუღალტერი

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას  ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 40

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული გატარების შესრულება და მონიტორინგი;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება და მოწესრიგება;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა
  • კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავლებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება,სასურველიაფინანსური/ბუღალტრულიმიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
  • სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერთიფიცირებული კურსი.

 

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს დროში განაწილებისა და ვადაში შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 აპრილი, 2023 წ.

 

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის დაგისურვებთ წარმატებებს.

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line