ბილინგის მენეჯერი ფოთში

 

ევექსისკლინიკები  აცხადებს შერჩევას ბილინგის მენეჯერის პოზიციაზე ფოთში.

სამუშაოსა დგილმდებარეობა:  ფოთი. 

სამუშაო გრაფიკი:  8 სააათი კვირაში 5 დღე.

 

 ძირითადიმოვალეობები:

  • პაციენტებთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის პროცესის ადმინისტრირება და კონტროლი;
  • პაციენტებთან დაკავშირებული ხარჯებისა და  მონაცემების დადგენილი წესით შესაბამის პროგრამულად ადმინისტრირების კონტროლი;
  • მკურნალობის პროცესის ადმინისტრირება: პაციენტის მიღების, მკურნალობის გეგმის, შიდა და გარე გადაყვანის, გაწერის ან მკურნალობის შეწყვეტის პროცედურების ადმინისტრირების უზრუნველყოფა და გაკონტროლება;
  • სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობის წარმოება, პაციენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინება და ფინანსური საკითხების შეთანხმება;
  • კლინიკაში პაციენტების დინების შესახებ ინფორმაციის მართვა;
  • დროული და სწორი რეპორტინგის წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

 საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება პრიორიტეტულია ფინანსების ან სამედიცინო მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში;
  • პრიორიტეტი მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;
  • პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა ექსელის საშუალო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:   15 ივლისი, 2020.  

 

 

 

სს „ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line