"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას ბილინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ვაჟა ფშაველას 40
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბილინგის კუთხით წარმოებული ყოველდღიური ანგარიშების მონიტორინგი;
- კლინიკების წარმოებული ყოველდღიური ანგარიშების მონიტორინგი, ინფორმაციის აღრიცხვისა და ბაზების წარმოების კონტოლი;
- სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიების მიერ, კლინიკების შესრულებული სამუშაოს დამუშავების პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფა;
- ყოველთვიურად კლინიკების ფინანსური თვის დახურვის კონტროლი, მათ შორის, თვის დახურვის მონაცემების დაზუსტების პროცესის კონტროლი;
- ფინანსურ განყოფილებასა და ბუღალტერიასთან მუდმივი კომუნიკაცია, არსებული მონაცემების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
- კლინიკების ჭრილში, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ბიზნეს ერთეულებისთვის მიწოდება და პროგრამაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება;
- პროგრამული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მომწოდებელთან მუდმივი კომუნიკაცია და შესაბამისი მოთხოვნის მიწოდება, შესრულების პროცესში ჩართულობა და პროგრამული სიახლის დანერგვის უზრუნველყოფა;
- კონტრაგენტების მიერ დაკორექტირებული შემთხვევების ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დადგენა;
- სამუშაო პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- ჩატარებული აქტივობების შედეგების მუდმივი მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთანპროვაიდერულ ხელშეკრულებების მომზადების პროცესში ჩართულობა იურიდიულ განყოფილებასთან და კომერციულ მიმართულებასთან ერთად;
- კლინიკების მხარდაჭერის პროცესში, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ეფექტიანი მოგვარების უზრუნველყოფა;
- კლინიკების ბილინგის სპეციალისტების სამუშაო პროცესის მართვა; სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებასა და მოტივირებაზე მუდმივი ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
- ჯანდაცვის სახელმწიფო პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- ინგლისური ენის ცოდნა; (B2)
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
- გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მაისი, 2023 წ.
"ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.