აპლიკაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის კოორდინატორი

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას  აპლიკაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის კოორდინატორის  პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

 

       ძირითადი მოვალეობები:

  • აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პოლიკლინიკების სხვადასხვა აქციებში და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კომპანიის მხრიდან ინიცირებული პროგარმული განვითარებისთვის მომწოდებლის მოძიება, ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ყველა პროცედურის კოორდინირება;
  • მოთხოვნის დოკუმენტის (RFC) შემუშავება და ვენდორისთვის მიწოდება;
  • ვენდორის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების კონტროლი და საბოლოო პროდუქტის ჩაბარება;
  • შემუშავებული პროდუქტის ქსელის მასშტაბით დანერგვა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტრენინგის კოორდინირება;
  • დანერგილ პროდუქტთან დაკავშირებული რეპორტინგი და უკუკავშირების ანალიტიკა;
  • მიღებული უკუკავშირის მიხედვით არსებული პროგრამული პროდუქტის დახვეწა/განვითარება/გაუმჯობესება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;

 

 

 

 

        საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, გამოყენებითი მათემატიკის ან/და კომპიუტერული მენცნიერებების მიმართულებით;
  • IT პროექტების მართვისა და ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

 

 

       იროვნულიკომპეტენციები/უნარები:

 

  • თანამშრომლების მართვის უნარი;
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  8 ივლისი, 2021 წელი



ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე„კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადიმონაცემები, მოწოდებულდოკუმენტებშიმოცემულისხვამონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებულ იდოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამისკომპეტენტურორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line