ადმინისტრატორი ბათუმში

ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას ლაზერის კაბინეტის ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი

 

   ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების მომსახურება დაპირველადი ინფორმაციის მიწოდება
  • რიგში მყოფ პაციენტებზე ზრუნვა, ყურადღების მიქცევა
  • მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და პაციენტების ჩაწერა
  • პაციენტების რეგისტრაცია და თანხის მიღება-გაცემა

   

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია მოლარე-ოპერატორის ან რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ივლისი, 2020

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერსდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line