ადმინისტრაციული სპეციალისტი

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას  ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე საბურთალოს პოლიკლინიკაში

სამუშაოსადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N40

სამუშაოგრაფიკიორშაბათი-პარასკევი (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)


ძირითადი
მოვალეობები:

  • ქსელის მასშტაბით შვებულებების, ბიულეტენების  და სხვა ტიპის გაცდენების ადმინისტრირება, პროცესის გამართული და დროული მართვა;
  • სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის შინაგანაწესის: კორპორატიული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების–მოთხოვნათა შესრულება.
  • თანამშრომელებისთვის ელ. ფოსტის გახსნისა/გაუქმების და მეილჯგუფში გაწევრიანების უზრუნველყოფა, თვის ჭრილში ინფორმაციის კონსოლიდირება;
  • ყოველთვიურად თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის ბაზის განახლება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
  • საავადმყოფო ფურცლების(ბიულეტინები),ფორმა 100-ებისა და ფსიქოტროპული რეცეპტების (ფორმა#2) შენახვა-გაცემა-აღრიცხვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კოორდინატორი მენეჯერის  დავალების შესაბამისად;
  • უკუკავშირი ნებისმიერ მოთხოვნაზე შესაბამის პირთან.

საკვალიფიკაციომოთხოვნები:


  • სავალდებულოა  უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სასერთიფიკატო საბაზისო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით;
  • აუცილებელია დიდ მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია პერსონალის  ადმინისტრირების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel,Outlook პროგრამები;
  •  სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა;

იროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • თანამშრომელზე/მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურება;
  • ეფექტურიკ ომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

განაცხადისმიღებისბოლოვადაა:  25 მარტი, 2021 წელი

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line