სს „ევექსის კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია.
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ „სს ევექსის კლინიკებში“ დასაქმებით, მაგრამ ამ ეტაპზე თქვენთვის საინტერესო ვაკანსია არ გვაქვს გამოცხადებული და გსურთ, რომ დარეზერვდეს თქვენი რეზიუმე (CV), მაშინ, გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი მონაცემები.
პირველ ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიის დასახელება ან სასურველი მიმართულება, რაზეც გსურთ, რომ დარეზერვდეს თქვენი მონაცემები და აირჩიეთ ქალაქი, სადაც გსურთ დასაქმდეთ.
თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაბამისი ვაკანტური პოზიციის შემთხვევაში განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
ევექსი კლინიკები

- მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
- დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
- გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
აპლიკაციის გაგზავნა