მიმდინარე ვაკანსიები

"ევექსი" ახალგაზრდა დამწყებ კადრებსა და გამოცდილ პროფესიონალებს სთავაზობს დასაქმების ფართო შესაძლებლობებს როგორც კლინიკური, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით. კომპანიის ძლიერი და პროფესიონალი გუნდი, სამუშაო ატმოსფერო და კორპორატიული კულტურა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ საუკეთესო სამუშაო გამოცდილება და გაიღრმავოთ როგორც პროფესიული ცოდნა, ასევე სამუშაო უნარ–ჩვევები.
კომპანიის სტრატეგიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამეცნიერო, კვლევითი და სასწავლო პროექტების ინიცირებით, ტრენინგებისა და სემინარების განხორციელებით კომპანია მუდმივად ზრუნავს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ყველაზე ფართო კლინიკების ქსელი საქართველოში

„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში აერთიანებს 33 კლინიკას, საიდანაც 14 პოლიკლინიკა, ხოლო 19 მცირე ზომის კლინიკაა. ორივე ერთეული პირველად ამბულატორიულ მომსახურებას ახორციელებს.  კლინიკების მიმართულებით მომსახურებების სპექტრი უფრო მაღალია და ტარდება მცირე ოპერაციებიც. პოლიკლინიკებში კი პაციენტებს სრული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.