საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

საქართველოს მასშტაბით ევექსის 34 კლინიკაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის და გულისხმობს 100%-მდე დაფინანსებას სამედიცინო მომსახურებებზე: ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციები, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

დამატებით ევექსი გთავაზობთ პროგრამით დაუფარავ სერვისებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს.

პროგრამა იყოფა ასაკის, შემოსავლებისა და სტატუსის მიხედვით და გულისხმობს სხვადასხვა პირობებს

 

აირჩიე შენი სტატუსის შესაბამისი პროგრამა და მიიღე დეტალური ინფორმაცია

0-6 წლამდე ბავშვები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

სტუდენტები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

პედაგოგები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

პენსიონერები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან დროებით უმუშევარი ან არარეგულარული შემოსავლის მქონე პირი

ვრცლად

წლიურად 40 000 ლარზე ნაკლები და თვიურად 1000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე პირები

ვრცლად

სოციალურად დაუცველები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

იძულებით გადაადგილებული პირები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

მკვეთრად გამოხატული შშმ პირები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და საპენსიო ასაკის ვეტერანები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

შშმ ბავშვი

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

ვეტერანები

პროგრამა ვალიდურია კერძო დაზღვევასთან ერთად

ვრცლად

70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები

ვრცლად

როგორ დავრეგისტრირდეთ ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში

  • რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ევექსი კლინიკების ნებისმიერ ფილიალს, წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიარეთ რეგისტრაცია (არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებელია დაბადების მოწმობა და მშობლის/მეურვის პირადობა ან პასპორტი)
  • ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 55 05 05, დააფიქსიროთ მოთხოვნა და სერვისის გამარტივების მიზნით ჩვენი წარმომადგენელი თქვენთვის სასურველ მისამართზე გესტუმრებათ
  • ან შეგიძლიათ გადახვიდეთ „რეგისტრაციის“ ღილაკზე და დაგვიტოვოთ თქვენი მონაცემები, ჩვენ დაგიკავშირდებით



დამატებითი ინფორმაცია დაფინანსების სხვა წყაროებზე

სახელმწიფო პროგრამებით დაუფარავ სერვისებზე თქვენ გაქვთ დამატებით დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. ამისთვის, საჭიროა მიმართოთ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმს და ფორმა 100-ის საფუძველზე მოითხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროში, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში ან მერიაში დამატებითი დაფინანსება თქვენთვის საჭირო სამედიცინო გამოკვლევებზე. ეს ეხება, როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ ქირურგიასა და სხვა მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს.

ჩვენი ქსელი