უროლოგია

რეგიონული ჰოსპიტალის უროლოგიური განყოფილება გამორჩეულია სერვისების მრავალფეროვნებითა და ხარისხით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

თანამედროვე საოპერაციოებითა და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებით აღჭურვილი ჰოსპიტალი მომხმარებლებს სთავაზობს უროლოგიური პათოლოგიების სრული სპექტრის მკურნალობას.

 

კლინიკაში ფუნქციონირებს 24 საათიანი უროლოგიური სერვისიდა საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაშიიწარმოება სასწრაფო უროლოგიური ჩარევები, მანიპულაციები და ქირურგიული ოპერაციები.

 

კლინიკაში პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

 

  • თირკმლის, შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის კენჭების ენდოსკოპიური ოპერაციები მაღალი სიმძლავრის ჰოლმიუმის ლაზერის გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს აღარ ვიყოთ შეზღუდული კენჭის ზომით.   
  •  პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების მედიკამენტოზური, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და ღია წესით მკურნალობა - ენდოსკოპიის შემთხვევაში პროცედურის წარმოება ხდება როგორც ბიპოლარული აპარატით, ასევე ლაზერის გამოყენებით.                                                                                                                                                                                                                                        
  • შარდის ბუშტის და ზემო საშარდე გზების სიმსივნეების ადრეული სტადიის ენდოსკოპიური ოპერაციები და მედიკამენტოზური მკურნალობა (ქიმიო ან იმუნოთერაპია) -გავრცობილ შემთხვევაში შესაძლებელია ლაპაროსკოპიული ან ღია წესით რადიკალური ცისტექტომიის (შარდის ბუშტის ამოღება) და ნეფროურეთერდქტომიის (თირკმლისა და შარდსაწვეთის ამოღება) წარმოება. ცისტექტომიის შემთხვევაში პაციენტთან შეთანხმებით სრულდება ნაწლავოვანი რეზერვუარების სხვადასხვა ტიპები (ორთოტოპიული რეზერვუარი, სიგმორექტალური რაზერვუარი, თეძოს ნაწლავის კონდუიტი).                                                            
  • პროსტატის კიბოს მკურნალობა როგორც ლაპაროსკოპიული ასევე ღია წესით რადიკალური პროსტატექტომიის (პროსტატის ამოღება) წარმოებით -გავრცობილ და მეტასტაზირებულ შემთხვევაში ტარდება სისტემური ჰორმონო და ქიმიოთერაპია.                                                                                                                                                                                                                                              
  •  თირკმლის კიბოს ადრეულისტადიისასსიმსივნის რეზექცია როგორც ლაპაროსკოპიული ასევე ღია წესით -გავრცობილ შემთხვევაში ტარდება ლაპაროსკოპიული ნეფროსტომია (თირკმლის ამოღება) ან, ღრუ ვენაში თრომბის არსებობის შემთხვევაში ღია წესით ნეფრექტომია და თრომბის ამოკვეთა.                                                                                                                                                                                       
  •   პიელოურეთრალური კუთხის ან შარდსაწვეთის ნებისმიერი მონაკვეთის შევიწროვების დროს პლასტიკა ლაპაროსკოპიული და ღია წესით.                                                                                                          
  •  ურეთრის სტრუქტურის შემთხვევაში ენდოსკოპიური ჩაკვეთა ლაზერის გამოყენებით, ან უფრო რთულ შემთხვევებში ღია წესით პლასტიკა სხვადასხვა მეთოდით.                                                                       
  •  გადაუდებელი მომსახურების სრული სპექტრი:დეტორზიო სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის დროს; სისხლძარღვოვანი შუნტირება პრიაპიზმის დროს; შარდსაწვეთის სტენტირება ან ნეფროსტომია ზემო საშარდე გზების ობსტრუქციის დროს; ურეთერორენისკოპია და კენჭის გამოღება შარდსაწვეთის კენჭის შემთხვევაში; ქვემო საშარდე გზებიდან ძლიერი სისხლდენის დროს კოლტების ამოღება და კოაგულაცია (სისხლდენის ძეჩერება)