თირკმლის ტრანსპლანტაცია

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი − საუნივერსიტეტო კლინიკა ახორციელებს თირკმლის ტრანსპლანტაციას დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროცესისთვის ცენტრი ამზადებს დონორ-რეციპიენტის წყვილებს, ასრულებს ოპერაციას და მართავს თირკმელგადანერგილი პაციენტების პოსტოპერაციული პერიოდის გართულებებს, მათ შორის, ყველა იმ გართულებას, რომლებიც მოიცავს როგორც ქირურგიულ, ასევე თერაპიულ ასპექტებს.


კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტთა კვლევას მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდებით, ასევე სამართლებრივად ხორციელდება თანამშრომლობა სხვა სადიაგნოსტიკო დაწესებულებებთან, რომლებიც ჰისტომორფოლოგიურ ან სხვა უახლეს ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ (მაგ.: ქსოვილოვანი ტიპირება, დონოსპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრა და სხვ.).


ცენტრს აქვს თირკმელგადანერგილი პაციენტების კონტროლის დიდი გამოცდილება და განვითარების დიდი პოტენციალიც. ის დამეგობრებულია გენტის (ბელგია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეფროლოგიურ დეპარტამენტთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში გადის კონსულტაციებს და ახორციელებს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ექიმები

ნახეთ ვრცლად

ირაკლი ღლონტი

ქირურგიული სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი