ონკოლოგია

თანამედროვე სტანდარტების ონკოლოგიის ცენტრი ქუთაისში 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ადგილობრივ და უცხოელ ექიმებთან ერთად პაციენტებს სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. 

 

საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ISO-სერტიფიცირებული კლინიკური ლაბორატორია, მკურნალობის მაღალი ხარისხი და ეფექტურობაზე ორიენტირებული კვალიფიციური სპეციალისტები ონკოლოგიის ცენტრის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია.

 

კლინიკის ბაზაზე ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ონკოლოგიური სერვისების სრული სპექტრი, როგორიცაა:

  • სხივური თერაპია − რეგიონში პირველი სამედიცინო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური სხივური თერაპიული სერვისით;
  • ქიმიოთერაპია და ჰოსრონოთერაპია;
  • ქირურგიული ჩარევები;
  • დიაგნოსტიკა;
  • რადიოთერაპიული სერვისი − პაციენტის სიმსივნური წარმონაქმნის სუბმილიმეტრული სიზუსტით დასხივება. თერაპიის პროცესში ყოველდღიური რენტგენოკონტროლითი (IGRT) მონიტორინგი შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.









ონკოლოგიის ცენტრში ინფრასტრუქტურა და აპარატურასაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია:

„ვარიანის“ ფირმის უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლები TrueBeam და Clinac-iX. (სიმსივნურად დაზიანებული უბნის დამიზნებითი დასხივებისთვის), ინტენსიობა-მოდულირებადი სხივური თერაპია (IMRT, VMAT) და რადიოქირურგია მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნური უბნის სამკურნალო დოზას და მაქსიმალურად იცავს ჯანმრთელ ორგანოებსა და ქსოვილებს.

 

განყოფილებაში 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);
  • მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია (MRI);
  • ულტრაბგერითი აპარატები.

2017 წლის სექტემბრიდან კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო სტაციონარულმა განყოფილებამ 50 საწოლზე. უახლესი ინფრასტრუქტურით და სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა საოპერაციო დარბაზები და ინტენსიური თერაპიის პალატები. დღეისათვის კლინიკაში საოპერაციოებში ტარდება შემდეგი ტიპის ოპერაციები:

  1. ლაპაროსკოპიული ოპერაციები.
  2. ენდოსკოპიური (ტრანსურეტრული) ოპერაციები უროლოგიაში, თანამედროვე ბიპოლარული ელექტრო-ქირურგიული ბლოკის გამოყენებით.
  3. ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა.

დღეისათვის კლინიკაში მომსახურება გაეწია 700-ზე მეტ პაციენტს, რომელთა კლინიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და შესაძლებელი გახდა ქირურგიული მკურნალობის მეთოდის გამოყენება მანამდე ინოპერაბელურ პაციენტებთან. 

ექიმები

ნახეთ ვრცლად

ნინო ფხაკაძე

ქიმიოთერაპევტი

ზუგდიდის პოლიკლინიკა. ზუგდიდი, მ.კოსტავას 1

ნახეთ ვრცლად

ნინო ფხაკაძე

ქიმიოთერაპევტი

ზუგდიდის პოლიკლინიკა. ზუგდიდი, მ.კოსტავას 1

ნახეთ ვრცლად

გიგა ქადაგიშვილი

ონკო ქირურგი, ონკოლოგი

ვაზისუბნის პოლიკლინიკა. შანდორ პეტეფის 36

მთაწმინდის პოლიკლინიკა. თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. 8

ისნის პოლიკლინიკა. თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა #1, შესახვევი 1

დიდუბის პოლიკლინიკა. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 141ა.

ვარკეთილის პოლიკლინიკა. თბილისი, ჯავახეთის ქ. 71