ზოგადი ქირურგია

ევექსის ქსელში ზოგადი ქირურგიის მიმართულებაში ხორციელდება, როგორც ლაპარასკოპიული ასევე ღია ოპერაციები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი სირთულის ჩარევები, როგორიც არის პანკრეატოდუოდენალური რეზექციები და სანაღვლე გზების რეკონსტრუქციები, რომელის განხორციელებაშიც ჩართულები არიან ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტები.

ზოგადი ქირურგიის გუნდი ყოველდღიურად ეცნობა მტკიცებითი მედიცინის სიახლეებს მსოფლიოს წამყვან ჟურნალებსა და გამოცემებში, რაც განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხსა და ხელს უწყობს პაციენტის კარგ გამოსავალს.

კლინიკები გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზებითა და უახლესი თაობის აპარატურით. ტექნოლოგიურ უპირატესობასთან ერთად საავადმყოფოებში განყოფილების წარმატებული ფუნქციონირების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი საკადრო რესურსია. ქსელში დასაქმებულებიარიან ამ დარგის წამყვანი ქირურგები.

„ევექსის“ საავადმყოფოებში მინიმუმამდეა დაყვანილი როგორც პოსტოპერაციული გართულება, ასევე სიკვდილიანობა იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებულ ურგენტულ ოპერაციებში ხშირია შემთხვევათა რაოდენობა, რომლებიც დაავადების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ თავსდებიან პაციენტები კლინიკებში.
                                                                                                                                                       

მოსახლეობას 24/7-ზე რეჟიმში შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს დიაგნოსტიკა შემდეგი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური საშუალებებით:

  • ექოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია;
  • ენდოსკოპია.

სხვა ზოგადქირურგიულ ოპერაციებთან ერთად ჩვენს კლინიკები ხორციელდება ისეთი სირთულის ოპერაციები, როგორებიცაა:

  • ღვიძლის შიდა და გარე სადინრების რეკონსტრუქციული ქირურგია;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგია, მათ შორის, პანკრეატოდუოდენალური რეზექცია;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დისტალური და პროქსიმალური რეზექცია;
  • გასტრექტომიები გაფართოებული ლიმფოდესექციით;
  • ოპერაციები საყლაპავის პათოლოგიებზე;
  • ღვიძლის პირველადი სიმსივნეების შემთხვევაში ჰემიჰეპატექტომია;
  • სწორი ნაწლავის აბდომინოპერინეალური ამოკვეთა;
  • ნაწილობრივი პროქტექტომია და კოლორექტალური ან კოლოანალური ანასტომოზის ფორმირება.
ნახეთ ვრცლად

გოჩა ალფაიძე

ოფთალმოლოგი

ცინცაძის პოლიკლინიკა. სულხან ცინცაძის 24

ნახეთ ვრცლად

ვიქტორია გოგოლაშვილი

ოფთალმოლოგი

მთაწმინდის პოლიკლინიკა. თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. 8

ნახეთ ვრცლად

პაატა რუხაძე

ბავშვთა ქირურგი, ზოგადი ქირურგი

ისნის პოლიკლინიკა. თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა #1, შესახვევი 1

დიდუბის პოლიკლინიკა. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 141ა.

დიდი დიღმის პოლიკლინიკა. პეტრიწის 16, თბილისი