კარდიოქირურგია რეგიონულ ჰოსპიტალში

შპს „რეგიონული ჰოსპიტალი“ - ში კარდიოქირურგიის მიმართულება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად ითვლება, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალისა და უახლესი მატერიალურ ტექნიკური ბაზით არის განპირობებული. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს აქართველოს კარდიო ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სულხან ლომინაძე და კლინიკაში 24/7-ზე არის შესაძლებელი როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო კარდიოინტერვენციული და კარდიოქირურგიული სერვისების მიღება.

ჰოსპიტალში ხორციელდება ისეთი კარდიოქირურგიული ოპერაციები, როგორიცაა: 

  • კორონარული შუნტირება
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია
  • ოპერაციები სარქველებზე,მათ შორის მინი ინვაზიური მიდგომით
  • კორონარული შუნტირება
  • გულისა და შუასაყრის  სიმსივნეების ქირურგია
  • აორტის ქირურგია
  • ენდოვასკულარული ქირურგია
  • პერიფერიული არტერიების ქირურგია
  • ვენური სისტემის ქირურგია
  • რითმის ქირურგია