ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდია , რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება. ამ მიმართულებით ევექსის ქსელში მოღვაწეობს თურქი ემბრიოლოგი რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს.  მომსახურების მაღალი ხარისხი, სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს პროცედურის მაღალი წარმატების მაჩვენებელს, რომელიც 80-90%-მდე მერყეობს. ყველა პაციენტთან  წინასწარ ხდება საშვილოსნოს დიაგნოსტიკა და მომზადება სადაც გამოიყენება უახლესი თაობის აპარატურა VOLUSON I10.  საშვილოსნოში ხდება მხოლოდ ხარისხიანი და  5 დღის ემბრიონის გადატანა  რაც ზრდის ემბრიონის საშვილოსნოზე მიმაგრების ალბათობას.  კლინიკაში შექმნილია პაციენტის კომფორტისთვის საჭირო ყველა პირობა, ემბრიონის გადატანის პროცესს შეუძლია დაესწროს პაციენტის მეუღლე და მონიტორზე ადევნოს თვალი საშვილოსნოში გადატანას, ასევე თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში პაციენტს შესაძლებლობა აქვს გაყინოს ემბრიონი შესაფერისი მომენტისთვის.

ძირითადი უპირატესობები

  • პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტები
  • დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები , მათ შორის ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკა (PGD)
  • ბლასტოციდების ანუ 5 დღის გაზრდილი ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში , რაც უზრუნველყოფს საშვილოსნოში მიმაგრების მეტ შანსს
  • ISO 9001:2008 საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ლაბორატორია
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება

ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი 3 ეტაპს მოიცავს. ესენია:

  • საკვერცხეების სტიმულაცია;
  • ფოლიკულებიდან საკვერცხეების გამოტანა, კულტივაცია;
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.

კლინიკის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი აპარატურა სხვადასხვა გენეტიკური კვლევის ჩატარებისა და იმ თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, რაც სასურველი შედეგის მიღებას უზრუნველყოფს.

ამ მიმართულებით კლინიკაში შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები ხორციელდება:

  • ჰორმონალური კვლევა;
  • კვლევები ვირუსებზე;
  • სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების ექოსკოპია;
  • გინეკოლოგიური ექოსკოპია;
  • მუცლის ღრუს სრული ექოსკოპია და ანტიმიულერის ჰორმონის განსაზღვრა;
  • სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპიული კვლევა.