ბავშვთა ქირურგიის განყოფილება

ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულება აქტიურად დაინერგა და ვითარდება კლინიკაში. კლინიკაში ქირურგიული ჩარევების 25% ტარდება თანამედროვე მეთოდით ლაპარასკოპიული მიდგომით.

განყოფილების სერვისები:

  • ბავშვთა ქირურგია - გულმკერდის ,  მუცლის ღრუს  და მენჯის  სხვადასხვა ორგანოების პათოლოგიების  გადაუდებელი და გეგმიური  ქირურგიული მკურნალობა.
  • ტრავმატოლოგია-ორთოპედია -ოპერაციები ტარდება სხვადასხვა  სახის მოტეხილობების, ორთოპედიული პრობლემების დროს , ოსტეოსინთეზები.ოპერაციები ტარდება ელექტრო ოპტიკური გარდამქმნელის მეთვალყურეობის ქვეშ.
  • ოფთალმოლოგია -ოპერაციული ჩარევები თვალში უცხო სხეული ამოღების მიზნით, ტრამვების დროს, სიელმის,  საცრემლე არხის დრენირება, მხედველობის  კორექცია, რეტინოპატიების დიაგნოსტიკა.
  • ნეიროქირურგია-  ტარდება გადაუდებებლი და გეგმიური ქირურგიული  ჩარევები  ქალა- ტვინის  ტრამვების, ჰიდროცეფალიის, სისხლძარღვოვანი მალფორმაციებით გამოწვეული ჰემორაგიების  და სხვა  პათოლოგიების დროს.
  • ოტორინოლარინგოლოგია- ადენო-ტონზილექტომიები  ზოგადი ნარკოზით  ან  ადგილობრივი გაუტკივარებით , უცხო სხეულის ამოღება ცხვირიდან, ყურიდან.
  • ყბა-სახის ქირურგია - ყბა -სახის  მიდამოს მწვავე ტრამვების ოპერაციული მკურნალობა, თანდაყოლილი პათოლოგიების- სასის ნაპრალი, ტუჩის ნაპრალის კორექცია,დერმოიდული და სხვა სახის  კისტების ამოკვეთა, კბილების ექსტრაქცია, პათოლოგიური თანკბილვის ქირურგიული კორექცია, ჰემანგიომების ოპერაციული მკურნალობა.
  • ლაპარასკოპიული ქირურგია- დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, თიაქარკვეთა, აპენდექტომია, ქოლეცისტექტომია  და სხვა სახისქირურგიული პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა ლაპარასკოპიული მიდგომით. გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით: საკვერცხის აპოპლექსია და სხვა.
  • უროლოგია- ნეფრექტომია, რეფლუქსის კორექცია,და სხვა,  აგრეთვე თირკმლის ბიოფსია.
  • თორაკოქირურგია - ნებისმიერი სირთულის გულმკერდის ოპერაციები თორაკოსკოპიული მეთოდით,პლევრექტომია,  მათ შორის ონკოქირურგიული ოპერაციები. სადიაგნოსტიკო ბრონქოსკოპია.
  • ენდოსკოპია.- სადიაგნოსტიკო , მწვავე  სისხლდენის შეჩერებადა საჭმლის მომნელებელი  ტრაქტიდან უცხო სხეულის ამოღება , სისხლდენის შეჩერება.