ტრანსპლანტოლოგია

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ღვიძლის ტრანსპლანტაცია თანამედროვე მედიცინაში ღვიძლის დაავადების ტერმინალური სტადიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია, რომელიც გულისხმობს  დაავადებული ღვიძლის ნაწილობრივ შეცვლას სხვა   ადამიანის ჯანმრთელი ღვიძლის ნაწილით.

 

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ტრანსპლანტოლოგიის განახლებული განყოფილება და ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, რაც მაქსიმალურად ქმნის პაციენტისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს. სწორედ აქ ჩატარდა 2014 წელს საქართველოში პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია.

 

ტრანსპლანტაცია ღვიძლის ტერმინალური დაავადების (ESLD) მკურნალობის ერთადერთი მეთოდია. მისი მთავარი მიზანი აღნიშნული დაავადების მქონე პირთა სიცოცხლის გახანგრძლივება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

 

ტრანსპლანტაციის პროცესის ეტაპებია:

  • მოსამზადებელი პერიოდი (კონსულტაციები, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები);
  • ტრანსპლანტაციის ოპერაცია;
  • პოსტოპერაციული პროცესის მართვა.

ჰოსპიტალში დიაგნოსტიკა მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურის საშუალებით ხორციელდება. მათ შორის ხელმისაწვდომია:

  • რენტგენოგრაფია;
  • ეკგ და ექოკარდიოგრაფია;
  • ექოსკოპიურ კვლევები;
  • კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით;
  • ღვიძლის ბიოფსია და შესაბამისი მიკროსკოპული კვლევა;
  • გარეგანი სუნთქვის შესწავლა (სპირომეტრია);
  • ეზოფაგოფიბროგასტროდუედენოსკოპია;
  • რეტროგრადულ ან მაგნიტურ-რეზონანსულ ქოლანგიოგრაფია;
  • კოლონოსკოპია.

დღეისათვის ჩატარებულია ღვიძლის ცოცხალი დონორული 17 ტრანსპლანტაცია (LDLT); გადარჩენის შემთხვევების, გართულებების განვითარების არსებობის ჩვენი სტატისტიკა მსოფლიოს წამყვანი ცენტრების სტატისტიკის ეკვივალენტია. 

თირკლმის ტრანსპლანტაცია

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი − საუნივერსიტეტო კლინიკა ახორციელებს თირკმლის ტრანსპლანტაციას დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროცესისთვის ცენტრი ამზადებს დონორ-რეციპიენტის წყვილებს, ასრულებს ოპერაციას და მართავს თირკმელგადანერგილი პაციენტების პოსტოპერაციული პერიოდის გართულებებს, მათ შორის, ყველა იმ გართულებას, რომლებიც მოიცავს როგორც ქირურგიულ, ასევე თერაპიულ ასპექტებს. 


კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტთა კვლევას მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდებით, ასევე სამართლებრივად ხორციელდება თანამშრომლობა სხვა სადიაგნოსტიკო დაწესებულებებთან, რომლებიც ჰისტომორფოლოგიურ ან სხვა უახლეს ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ (მაგ.: ქსოვილოვანი ტიპირება, დონოსპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრა და სხვ.). 


ცენტრს აქვს თირკმელგადანერგილი პაციენტების კონტროლის დიდი გამოცდილება და განვითარების დიდი პოტენციალიც. ის დამეგობრებულია გენტის (ბელგია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეფროლოგიურ დეპარტამენტთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში გადის კონსულტაციებს და ახორციელებს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას.


ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

ჰემატოლოგიურ და ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებს, მათ, ვისაც აქვთ მწვავე / ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები, სოლიდური სიმსივნეები და ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, მკურნალობის გავლა  შეუძლიათ ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში (სამედიცინოტექნოლოგიებისცენტრი − საუნივერსიტეტოკლინიკა).

 

კლინიკაში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია შემდეგი დიაგნოსტიკური საშუალებები და ტექნოლოგიები:

  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა იზოლირებული, ჰერმეტული, ჰეპა-ფილტრებით უზრუნველყოფილი პალატებით;
  • მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის გახსნისათვის აღჭურვილია ამწოვი თანამედროვე აპარატურით.

განყოფილების მიერ შეთავაზებული სერვისები სრულ თანხვედრაში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში არსებულ სტანდარტებთან. შესაბამისად, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს შემდეგი მაღალკვალიფიციური მომსახურება:

  • პოლიქიმიოთერაპია (გეგმიური, გადაუდებელი);
  • მაღალდოზირებული პოლიქიმიოთერაპია − სტანდარტული გეგმიური, რეზისტენტული ფორმები, წინასატრანსპლანტაციო კონდიცირების რეჟიმი;
  • პოლიქიმიოთერაპიის შემდეგ განვითარებული პანციტოპენიის მართვა;
  • ჰემატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა;
  • აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია;
  • სისხლის ბანკი: სისხლის კომპონენტების დამზადება და ირადირება;
  • ღეროვანი უჯრედების შეგროვება, შენახვა, მობილიზაცია და დამზადება შემდგომი კრიოპრეზერვაციით;
  • ლაბორატორიული მომსახურება: ღეროვანი უჯრედების დათვლა, იმუნოფენოტიპირება, PCR კვლევა ვირუსებზე და ა.შ.

ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პერსონალს დაარსების შემდეგ გავლილი აქვს სტაჟირება-კვალიფიკაცია ისრაელის ქ. რამბამის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში.

 

უმცროს მედპერსონალს ადგილზე ჩატარებული აქვს გადამზადების კურსი (ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები) მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის თვალსაზრისით. 

თირკლმის ტრანსპლანტაცია ბავშებში

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ურონეფროლოგიის დეპარტამენტი პედიატრიული პროფილის პაციენტებს სთავაზობს მომსახურების ახალ ინოვაციურ ფორმას − თირკმლის ტრანსპლანტაციას.

 

თანამედროვე მედიცინაში თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმოადგენს თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადების მართვის არჩევანს. წარმატებული ტრანსპლანტაციის შედეგად პაციენტი აღარ არის დამოკიდებული დიალიზზე, უმჯობესდება მისი სიცოცხლის ხარისხი და უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური საშუალებები:

  • სისხლის ბიოქიმიური კვლევები;
  • ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია;
  • თირკმლის ულტრასონოგრაფიული კვლევა ფერადი დოპლერით;
  • ნატიური თირკმლისა და ალოტრანსპლანტანტის ბიოფსია ექო-დოპლერის კონტროლით;
  • რადიოლოგიური კვლევების ფართო სპექტრი;
  • სხვადასხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაცია.

ურონეფროლოგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიათა ფართო სპექტრის როგორც თერაპიულ, ასევე ქირურგიულ მართვას:

  • მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას ლაპაროსკოპიული მეთოდით;
  • თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას ჰემოდიალიზითა და პერიტონეალური დიალიზით.



ნახეთ ვრცლად

ირაკლი ღლონტი

ქირურგიული სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი