ქირურგია

ევექსის ქსელში ზოგადი ქირურგიის მიმართულებაში ხორციელდება, როგორც ლაპარასკოპიული ასევე ღია ოპერაციები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი სირთულის ჩარევები, როგორიც არის პანკრეატოდუოდენალური რეზექციები და სანაღვლე გზების რეკონსტრუქციები, რომელის განხორციელებაშიც ჩართულები არიან ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტები.

ზოგადი ქირურგიის გუნდი ყოველდღიურად ეცნობა მტკიცებითი მედიცინის სიახლეებს მსოფლიოს წამყვან ჟურნალებსა და გამოცემებში, რაც განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხსა და ხელს უწყობს პაციენტის კარგ გამოსავალს.

კლინიკები გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზებითა და უახლესი თაობის აპარატურით. ტექნოლოგიურ უპირატესობასთან ერთად საავადმყოფოებში განყოფილების წარმატებული ფუნქციონირების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი საკადრო რესურსია. ქსელში დასაქმებულებიარიან ამ დარგის წამყვანი ქირურგები.

„ევექსის“ საავადმყოფოებში მინიმუმამდეა დაყვანილი როგორც პოსტოპერაციული გართულება, ასევე სიკვდილიანობა იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებულ ურგენტულ ოპერაციებში ხშირია შემთხვევათა რაოდენობა, რომლებიც დაავადების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ თავსდებიან პაციენტები კლინიკებში.
                                                        

მოსახლეობას 24/7-ზე რეჟიმში შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს დიაგნოსტიკა შემდეგი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური საშუალებებით:

  • ექოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია;
  • ენდოსკოპია.

სხვა ზოგადქირურგიულ ოპერაციებთან ერთად ჩვენს კლინიკები ხორციელდება ისეთი სირთულის ოპერაციები, როგორებიცაა:

  • ღვიძლის შიდა და გარე სადინრების რეკონსტრუქციული ქირურგია;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგია, მათ შორის, პანკრეატოდუოდენალური რეზექცია;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დისტალური და პროქსიმალური რეზექცია;
  • გასტრექტომიები გაფართოებული ლიმფოდესექციით;
  • ოპერაციები საყლაპავის პათოლოგიებზე;
  • ღვიძლის პირველადი სიმსივნეების შემთხვევაში ჰემიჰეპატექტომია;
  • სწორი ნაწლავის აბდომინოპერინეალური ამოკვეთა;
  • ნაწილობრივი პროქტექტომია და კოლორექტალური ან კოლოანალური ანასტომოზის ფორმირება.

თორაკალური ქირურგია

ევექსისი ქსელში თორაკოქირურგიის მიმათულება უზრუნველყოფს როგორც გეგმიურ ასევე გადაუდებელი თორაკალური პაციენტების მომსახურებას 24 საათიან რეჟიმში. ჩვენთან ხორციელდება ისეთი პათოლოგიების მართვა როგორიც არის:

  • შუასაყრის დაზიანებები
  • გულმკერდის დახურული ტრამვები
  • ყველა სახის პნევმო, ჰემო და ჰიდროთორაქსები
  • სპონტანური პნევმოთორაქსი.ტორაკოსკოპიული მკურნალობა
  • ფილტვის, შუასაყრის და პლევრის დაავადებები და ა.შ

ჩვენი ქსელის თორაკალურ ქირურგიის გუნდი ყოველწლიურდ ესწრება როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებს  და მუდმივად ეცნობა თანამედროვე მედიცინის სიახლეებს რაც განაპირობებს თანამედროვე სტანდართებთან შესაბამის მომსახურების მიწოდებას.


ზოგადი ქირურგია ბავშვებში

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში ერთადაა თავმოყრილი ბავშვთა პულმონოლოგიური, თორაკოქირურგიული, თორაკოსკოპული და ენდოსკოპიური სამსახური.

  

კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვასირთულის ოპერაციები:

  • თანდაყოლილი პათოლოგიები, როგორიცაა: საყლაპავის ატრეზია, დიაფრაგმული თიაქარი, ფილტვის და სასუნთქი გზების თანდაყოლილი ანომალიები, თანდაყოლილი სიმსივნეები;
  • გულმკერდის დეფორმაციების კორექცია: მეწაღის გულმკერდი, ქათმისებრი გულმკერდი;
  • გულმკერდის ორგანოების სიმსივნური დაავადებების ოპერაციული მკურნალობა;
  • ფილტვებისა და პლევრის ინფექციური დაავადებების ოპერაციული მკურნალობა: ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, პლევრის დეკორტიკაცია და ა.შ.
  • გულმკერდის და თორაკალური ორგანოების ტრავმული დაზიანებების მკურნალობა;
  • ანტირეფლუქსური ოპერაციები;
  • სპონტანური პნევმოთორაქსის ოპერაციული მკურნალობა;
  • ფილტვის ექინოკოკექტომია.

 თორაკოსკოპიული ოპერაციები:

  • ფილტვის აბსცესი;
  • პლევრის ემპიემა;
  • ექინოკოკექტომია;
  • სიმსივნური წარმონაქმნების თორაკოსკოპიული ბიოფსია/ამოკვეთა;
  • სამკურნალო/სადიაგნოსტიკო თორაკოტომია.

ენდოსკოპია:

  • სასუნთქი გზების უცხო სხეულების ამოღება;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის უცხო სხეულების ამოღება;
  • სასუნთქი გზების თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური მკურნალობა;
  • სამკურნალო-სადიაგნოსტიკო ენდოსკოპია;
  • საყლაპავის დამწვრობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ბავშვთა თორაკალური ქირურგია

სამედიცინო კორპორაცია ევექსში ბავსვთა თორაკოქირურგია  ქვეყნის მასტაბით ერთერთი  ყველაზე წარმატებული დარგია, სადაც კეთდება თითქმის ყველა სახის თორაკოქირურგიული ოპერაციები:

  • თანდაყოლილი ფილტვის ატრეზია,
  • დიაფრაგმის თიაქარი
  • ფილტვის ანომალიები
  • ტრაქეის ქირურგია და ა.შ

ჩვენს ქსელში ასევე კეთდება თორაკოსკოპიული ოპერაციები პლევრალურ გართულებებზე როგორიც არის ფილტვის აბსცესი, პევრის ემპიემა და ა.შ

ჩვენთან თორაკოქირურგებს განათლება და პრაქტიკული სწავლება გავლილი აქვთ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში, რაც განაპირობებს ოპერაციების წარმატების მაჩვენებელს, რომელიც ამერიკის მაჩვენებლებს უტოლდება. მაგალითად, თანდაყოლილი დიაფრაგმის თიაქრების მქონე პაციენტებში გადარჩენის ალბათობა 78% აღწევს.

ნახეთ ვრცლად

პაატა რუხაძე

ბავშვთა ქირურგი, ზოგადი ქირურგი

ისნის პოლიკლინიკა. თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა #1, შესახვევი 1

დიდუბის პოლიკლინიკა. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 141ა.

დიდი დიღმის პოლიკლინიკა. პეტრიწის 16, თბილისი

ნახეთ ვრცლად

პაატა რუხაძე

ბავშვთა ქირურგი, ზოგადი ქირურგი

ისნის პოლიკლინიკა. თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა #1, შესახვევი 1

დიდუბის პოლიკლინიკა. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 141ა.

დიდი დიღმის პოლიკლინიკა. პეტრიწის 16, თბილისი

ნახეთ ვრცლად

გია ხუციშვილი

ზოგადი ქირურგი

ისნის პოლიკლინიკა. თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა #1, შესახვევი 1