პულმონოლოგია

ევექსის ქსელში შესაძლებელია როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული  პულმონოლოგიური სერვისის მიღება.  კლინიკას რესპირაციული სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

პულმონოლოგიური სამსახური მოიცავს როგორც ზედა, ასევე ქვედა სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს.

რესპირაციული დაავადებების  დეპარტამენტი ამ პროფილის ერთადერთი სპეციალიზებული განყოფილებაა საქართველოში, რომელიც მართავს როგორც პედიატრიული, ასევე ქირურგიული პროფილის ავადმყოფებს, მოიცავს ბრონქოლოგიას, ტუბერკულოზის ფილტვის და ფილტვგარეშე დიაგნოსტიკას და დიფერენციულ დიაგნოსტიკას. მათ შორისაა შემდეგი დაავადებები:

  1. ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა ლოკალიზაციის ინფექციები, მათ შორის: მწვავე ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი, მწვავე ლარინგიტი და ტრაქეიტი, მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი და ეპიგლოტიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრიდორი;
  2. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის: მწვავე ბრონქიტი, მწვავე ბრონქიოლიტი, სხვადასხვა პათოგენებით გამოწვეული პნევმონია, ნეკროზული პნევმონია, პლევრალური გართულებებით მიმდინარე პნევმონია;
  3. ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები: მსტვინავი სუნთქვით მიმდინარე დაავადებები, ასთმა;
  4. ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები: ბავშვთა ფილტვების ინტერსტიციული დაავადება - მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია, სურფაქტანტის გენების მუტაციებით გამოწვეული დაავადებები და სხვა;
  5. რესპირაციული დარღვევები სხვა დიფუზური დაზიანებების დროს:  ფილტვის        რევმატოლოგიური  ავადმყოფობები,  სარკოიდოზი, პულმონური ჰემოსიდეროზი,    გუდპასჩერის სინდრომი,  ვეგენერის გრანულომატოზი,  ალფა 1 ანტიტრიფსინის      დეფიციტი, ცისტური ფიბროზი, ცილიარული დისკინეზია;
  6. ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე რესპირაციული დაავადებები;
  7. იმუნურ დარღვევებთან დაკავშირებული პულმონური გართულებები;
  8. ბრონქოპულმონური დისპლაზია;
  9. ფილტვის კოლაფსი;
  10. ფილტვისა და ფილტვგარეშე ტუბერკულზის დიაგნოსტიკა, დიფერენციული  დიაგნოსტიკა.

 

ნახეთ ვრცლად

ტასიკო ნახუცრიშვილი

ფტიზიატრი, პულმონოლოგი

თელავის პოლიკლინიკა. თელავი, გია არსენიშვილის ქ. №15 (ჯორჯიაშვილის ქ. 15)

ნახეთ ვრცლად

ნატალია გაბათაშვილი

პულმონოლოგი

ისნის პოლიკლინიკა. თბილისი, ქეთევან წამებულის 69