დედათა და ბავშვთა მოვლა

დედათა და ახალშობილთა სპეციალიზებული − მესამე დონის მოვლის შესაბამისი მომსახურების მიღება შესაძლებელია ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. ასევე თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში 2017 წლიდან ფუნქციონირებს მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც გულისხმობს : მაღალი რისკის ორსულების მართვასა და მცირე წონის ახალშობილთა ინტენსიურ მოვლას 

ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს:

  • ორსულებისა და მშობიარეებისთვის ფიზიოლოგიურ და მძიმე გართულებების ინტერდისციპლინარულ მაღალსპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას;
  • სამეანო და ნეონატალურ მოვლას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულებისა და მშობიარეების პირობებში, მათ შორის, სხვა კლინიკებიდან რეფერირებას;
  • ინტენსიურ მოვლასა და კრიტიკული მდგომარეობების მართვას სრულყოფილი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობებით, თერაპიული და ქირურგიული სპეციალისტების ხელმისაწვდომობით;
  • ნეონატოლოგიურ სრულ ინტენსიურ სერვისს ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ 20-საწოლიან შესაბამის განყოფილებაში. 

ჰოსპიტალში 2012 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე დაიბადა 6000-ზე მეტი ახალშობილი, მომსახურება გაეწია 4000-ზე მეტ მაღალი რისკის ორსულს და 2500-ზე მეტმა ახალშობილმა გაიარა წარმატებული მკურნალობა კლინიკის ნეონატოლოგიურ ინტენსიურ განყოფილებაში.