ევექსი კლინიკებისა და საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადება

ევექსი კლინიკები სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მომხმარებლებს სამედიცინო სერვისების განვადებას სთავაზობს.

პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია სამედიცინო მომსახურების საფასურის დროში გადანაწილება, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოსა და გადასახადის გარეშე.
განვადება ვრცელდება ევექსი კლინიკების ქსელში 800-მდე დასახელების ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე, სადაც შედის: სპეციალისტებთან კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა.

საქართველოს ბანკის QR ტექნოლოგიით განვადებით სარგებლობა მარტივია და არ მოითხოვს დამატებით პროცედურებს, პასუხს განვადებაზე მომხმარებელი განაცხადის შევსებიდან 2 წუთში მიიღებს.
განვადებით სარგებლობა შესაძლებელია მინიმუმ 50 ლარზე მეტი ღირებულების ამბულატორიულ მომსახურებაზე, რომლის გადანაწილების მაქსიმალური ვადაა 12 თვე.

განვადებაზე განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მომხარებელს: სამედიცინო დაზღვევის არ მქონე პირებს, კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირებს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს.
განვადებით სარგებლობა შესაძლებელია ევექსი კლინიკების საბურთალოს ფილიალში (ვაჟა-ფშაველას 40).