ხონის ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 2011 წლის 4 დეკემბერი

საწოლფონდი: 15

თანამშრომლების რაოდენობა: 87 თანამშრომელი

ხონის ჰოსპიტალი „სამედინიცო კორპორაცია ევექსში“ შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც ჩვენ ქსელს 2011 წელს შემოუერთდა.  ყოველდღიურად ჰოსპიტალში ამბულატორიულ მკურნალობას გადის 50-60 პაციენტი, სტაციონარულად კი 30. 

ევექსის ქსელში უროლოგიური განყოფილება გამორჩეულია სერვისების მრავალფეროვნებითა და ხარისხით მთელი ქვეყნის მასშტაბით

 

თანამედროვე საოპერაციოებითა და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებით აღჭურვილი ჰოსპიტლები მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგი უროლოგიური პათოლოგიების  მკურნალობას:

  • შარდ-კენჭოვანი დაავადებები;
  • პროსტატის ჰიპერპლაზია;
  • ონკოუროლოგიური დაავადებები;
  • უროლოგიურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ენდოსკოპიური და ღია წესით.

ენდოსკოპიური ოპერაციებიდან სამედიცინო ცენტრში ტარდება:

  • ტრანსურეთრული ოპერაციები (პროსტატაზე, შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე);
  • ობსტრუქციული უროპათიის ოპერაციები (შარდსაწვეთის სტენტირება);
  • პერკუტანული ნეფროსტომია (რეგიონის მასშტაბით ტარდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში);
  • პერკუტანული ნეფროსტომია ექოსკოპის კონტროლით;
  • დისტანციური ლითოტრიპსია (შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ; რეგიონის მასშტაბით ტარდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში).

ღია ქირურგიული ოპერაციები სრულდება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა:

  • შარდის ბუშტის კიბო (რადიკალური ცისტექტომია ენტეროცისტოპლასტიკით);
  • პროსტატის კიბო (რადიკალური პროსტატექტომია);
  • თირკმლის კიბო (რადიკალური ნეფრექტომია და თირკმელშემნახველი ოპერაცია ჩვენების მიხედვით);
  • სათესლე ჯირკვლისა და ასოს კიბო. 

ხონის ჰოსპიტალი. ხონი, სოლომონ მეორის ქუჩა, №21

მიმართულების ნახვა