ხობის ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 2011წ.

საწოლფონდი: 15

თანამშრომლების რაოდენობა: 94

ხობის ჰოსპიტალი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც  ყოველთვიურად ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისით 1500-1600 -მდე პაციენტს ემსახურება.  75-80 პაციენტს  სტაციონარული მკურნალობა უტარდება. ჰოსპიტალი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი სამედიცინო პროფილით, საჭიროების შემთხვევაში კი ახდენს პაციენტის დროულ რეფერალს. ჰოსპიტალში 20000-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირებულია. 

ევექსის ქსელში მთლაინი საქართველოს მაშტაბით ფუნქციონირებს ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი პედიატრიული სამსახური რომელიც უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდებას პაციენტებისთვის. ქსელში პედიატრიული მიმართულება წარმოდგენილია, როგორც პროფილური კლინიკების,  ასევე მრავალპროფილურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილების სახით, სადაც შესაძლებელია ყველა სახის  მომსახურების მიღება.

ბავშვთა პროფილური საავადმყოფოები გადანაწილებულია თბილისისა და ბათუმში იაშვილის და ციიცშვილის კლინიკები სახით  თბილისში , დედათა და ბავშვთა სახით  ბათუმში, აქვე უნდა აღინიშნოს ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში რეგიონში ერთერთი ყველაზე მსხილი პედიატრიული მიმართულება, რომელშიც გაერთიანებულია ყველა სერვისი და  დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიციური სპეციალისტებით.

ჩვენი პედიატრიული სამსახურის ერთერთ ძლიერ მხარედ მომსახურების მაღალ ხარისხთან და კვალიფიციურ პერსონალთან ერთად შეიძლება დასახელდეს ყველა სერვისის ერთ სივრცეში არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს დიაგნოზის უმოკლეს დროში დასმას და შემდგომ მის ეფექტურ მკურნალობას. 

ხობის ჰოსპიტალი. ხობი, ჭყონდიდელის ქ. №2

მიმართულების ნახვა