საბურთალოს პოლიკლინიკა

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09.00 - 16.00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 ლაბორატორია, შაბათი: 08.30 - 14.00


გახსნის თარიღი:
 2014 წელი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 76 კლინიკით არის წარმოდგენილი.
„პოლიკლინიკა“ გთავაზობთ მტკიცებულებაზე დამყარებულ სრულ ამბულატორიულ მომსახურებას, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს.

კლინიკის ლაბორატორია ფლობს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატს ხარისხის მენეჯმენტში.

ევექსის ქსელში შესაძლებელია სტაციონარული და ამბულატორიული ოფთალმოლოგიური სერვისის მიღება

 

ჩვენს ოფთალმოლოგიურ ცენტრებში პაციენტები იღებენ თანამედროვე აპარატურით უზრუნველყოფილ შემდეგ დიაგნოსტიკურ მომსახურებას: 

  • ვიზომეტრია;
  • რეფრაქტომეტრია;
  • კერატომეტრია;
  • სხვადასხვა სირთულის სათვალის კორექციის შერჩევა;
  • ბიომიკროსკოპია;
  • ოფთალმოტონომეტრია;
  • ოფთალმოსკოპია.

 ასევე, ტარდება სხვადასხვა ტიპის ოფთალმოლოგიური ოპერაციები: 

  • კატარაქტის (მოხუცებულობითი, ტრავმული, გართულებული, დიაბეტური) ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით;
  • ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები: წინა საკანზე შუნტის დადების ოპერაცია; ტრაბეკულოტომია ირიდექტომიით, ტრაბეკულოპლასტიკა;
  • წინა ვიტრექტომია;
  • ფრთისებრი აპკის  ამოკვეთა და კონიუნქტივის ტრანსპლანტირება;
  • ოპერაციები საცრემლე გზებზე: ტრანსნაზალური დაკრიოცისტორინოსტომია, დაკრიოცისტექტომია;
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები ქუთუთოებზე: ქუთუთოს ბოჩკოსებრი ხრტილისა და კანის ამოკვეთა ექტროპიონის გამო, ენტროპიონის კომბინირებული კორექცია. ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციები;
  • ევისცერაცია და ენუკლეაცია;
  • ქალაზიონის გაკვეთა.

საბურთალოს პოლიკლინიკა. თბილისი, ვაჟა ფშაველას 40

მიმართულების ნახვა