ისნის პოლიკლინიკა

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09:00 - 16:00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 შაბათი, ლაბორატორია: 08.30 - 14.00


გახსნის თარიღი:
 2016 წელი

 

კლინიკის ლაბორატორია ფლობს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატს ხარისხის მენეჯმენტში.

ევექსის ქსელში უროლოგიური განყოფილება გამორჩეულია სერვისების მრავალფეროვნებითა და ხარისხით მთელი ქვეყნის მასშტაბით

 

თანამედროვე საოპერაციოებითა და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებით აღჭურვილი ჰოსპიტლები მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგი უროლოგიური პათოლოგიების  მკურნალობას:

  • შარდ-კენჭოვანი დაავადებები;
  • პროსტატის ჰიპერპლაზია;
  • ონკოუროლოგიური დაავადებები;
  • უროლოგიურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ენდოსკოპიური და ღია წესით.

ენდოსკოპიური ოპერაციებიდან სამედიცინო ცენტრში ტარდება:

  • ტრანსურეთრული ოპერაციები (პროსტატაზე, შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე);
  • ობსტრუქციული უროპათიის ოპერაციები (შარდსაწვეთის სტენტირება);
  • პერკუტანული ნეფროსტომია (რეგიონის მასშტაბით ტარდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში);
  • პერკუტანული ნეფროსტომია ექოსკოპის კონტროლით;
  • დისტანციური ლითოტრიპსია (შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ; რეგიონის მასშტაბით ტარდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში).

ღია ქირურგიული ოპერაციები სრულდება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა:

  • შარდის ბუშტის კიბო (რადიკალური ცისტექტომია ენტეროცისტოპლასტიკით);
  • პროსტატის კიბო (რადიკალური პროსტატექტომია);
  • თირკმლის კიბო (რადიკალური ნეფრექტომია და თირკმელშემნახველი ოპერაცია ჩვენების მიხედვით);
  • სათესლე ჯირკვლისა და ასოს კიბო. 

ისნის პოლიკლინიკა. თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა #1, შესახვევი 1

მიმართულების ნახვა