დიდი დიღმის პოლიკლინიკა

პოლიკლინიკა
პეტრიწის 16, თბილისი

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09.00 - 16.00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 ლაბორატორია, შაბათი: 08.30 - 14.00


გახსნის
 თარიღი: 2017 წელი

თანამშრომლების რაოდენობა: 53

„პოლიკლინიკა“ ყველაზე ფართო ამბულატორიული და ჰოსპიტალური ქსელის ერთ–ერთი კლინიკაა თბილისში, რომელიც გთავაზობთ მტკიცებულებაზე დამყარებულ სრულ ამბულატორიულ მომსახურებას, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს. კლინიკის ლაბორატორია ფლობს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატს ხარისხის მენეჯმენტში

ევექსის ქსელში უროლოგიური განყოფილება გამორჩეულია სერვისების მრავალფეროვნებითა და ხარისხით მთელი ქვეყნის მასშტაბით

 

თანამედროვე საოპერაციოებითა და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებით აღჭურვილი ჰოსპიტლები მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგი უროლოგიური პათოლოგიების  მკურნალობას:

  • შარდ-კენჭოვანი დაავადებები;
  • პროსტატის ჰიპერპლაზია;
  • ონკოუროლოგიური დაავადებები;
  • უროლოგიურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ენდოსკოპიური და ღია წესით.

ენდოსკოპიური ოპერაციებიდან სამედიცინო ცენტრში ტარდება:

  • ტრანსურეთრული ოპერაციები (პროსტატაზე, შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე);
  • ობსტრუქციული უროპათიის ოპერაციები (შარდსაწვეთის სტენტირება);
  • პერკუტანული ნეფროსტომია (რეგიონის მასშტაბით ტარდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში);
  • პერკუტანული ნეფროსტომია ექოსკოპის კონტროლით;
  • დისტანციური ლითოტრიპსია (შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ; რეგიონის მასშტაბით ტარდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში).

ღია ქირურგიული ოპერაციები სრულდება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა:

  • შარდის ბუშტის კიბო (რადიკალური ცისტექტომია ენტეროცისტოპლასტიკით);
  • პროსტატის კიბო (რადიკალური პროსტატექტომია);
  • თირკმლის კიბო (რადიკალური ნეფრექტომია და თირკმელშემნახველი ოპერაცია ჩვენების მიხედვით);
  • სათესლე ჯირკვლისა და ასოს კიბო. 

დიდი დიღმის პოლიკლინიკა. პეტრიწის 16, თბილისი

მიმართულების ნახვა