დიდი დიღმის პოლიკლინიკა

პოლიკლინიკა
პეტრიწის 16, თბილისი

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09.00 - 16.00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 ლაბორატორია, შაბათი: 08.30 - 14.00


გახსნის
 თარიღი: 2017 წელი

თანამშრომლების რაოდენობა: 53

„პოლიკლინიკა“ ყველაზე ფართო ამბულატორიული და ჰოსპიტალური ქსელის ერთ–ერთი კლინიკაა თბილისში, რომელიც გთავაზობთ მტკიცებულებაზე დამყარებულ სრულ ამბულატორიულ მომსახურებას, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს. კლინიკის ლაბორატორია ფლობს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატს ხარისხის მენეჯმენტში

ევექსის ქსელში ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულება განსაკუთრებით განვითარებულია სადაც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ, როგორც გადაუდებელი ასევე გეგმიური მომსახურება.  ქსელში სრულდება პრაქტიკულად ყველა სპექტრის ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები: ოსტეოსინთეზის მეთოდები მაბლოკირებელი ღეროებით, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებები, კიდურების დაგრძელება თანდაყოლილი და შეძენილი სიმოკლის დროს, განსაკუთრებით დიდ უპირატესობას წარმოადგენს მუხლისა და მხრის სახსრის პათოლოგიების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა, რომელიც სრულდება უახლესი ტიპის ართროსკოპით: იოგოვანი აპარატის დაზიანება, მენისკექტომია და ა.შ

ქსელში ასევე  დანერგილია  ე. წ. MIPO ტექნიკით განხორციელებული ოპერაციები რაც გულისხმობს მინიმალური ინვაზიურ ჩარევას.

 მნიშვნელოვანი სფეროა სპორტული ტრავმის მიმართულება და რეაბილიტაცია სადაც დიაგნოსტიკა , მკურნალობა  და რეაბილიტაცია უტარდებათ პროფესიონალ სპორტსმენებს.

ევექსის ქსელის ტრავმა ორთოპედიული სამსახურის გულდი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს  ტრავმა ორთოპედთა საერთაშორისო კონფერენციებში და ასევე ზოგიერთი მათგანი გახლავთ AOS წევრი.

ევექსის ჰოსპიტალებში მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზებითა და  ულტრათანამედროვე ელექტროოპტიკური გარდამქმნელის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა მაღალი სირთულის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სერვისის მიღება.

მათ შორის:

  • ძვალკუნთოვანი პათოლოგიების შედეგად წარმოშობილი ორთოპედიული და მძიმე ტრავმებით განვითარებული მდგომარეობების ოპერაციული მკურნალობა;
  • მსხვილი ლულოვანი ძვლების ძვალზედა, ინტრამედულარული და ექსტრაფოკალური ოსტეოსინთეზი;
  • ძვლების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა;
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების პირველადი ენდოპროტეზირება;
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების სარევიზიო და ონკოპროტეზირება.
ბავშვთა ორთოპედია/ტრავმატოლოგია 

ევექსის სამედიცინო კორპორაციაში ბავშვთა ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულება განსაკუთრებით განვითარებულია, სადაც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ, როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური მომსახურება. ქსელში ტრავმა/ორთოპედიული ოპერაციები სრულდება თანამედროვე მედიცინის მიდგომებით ტიტანის ელასტიური ღეროების გამოყენებითა და MIPO ტექნიკით, რაც გულისხმობს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას. 


ევექსის ქსელის ტრავმა ორთოპედიული სამსახურის გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ტრავმა ორთოპედთა საერთაშორისო კონფერენციებში და ასევე ზოგიერთი მათგანი გახლავთ AOS წევრი. 

კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

გელა ბაჯელიძე

ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ვაზისუბნის პოლიკლინიკა. შანდორ პეტეფის 36

საბურთალოს პოლიკლინიკა. თბილისი, ვაჟა ფშაველას 40

მთაწმინდის პოლიკლინიკა. თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. 8

გლდანის პოლიკლინიკა. თბილისი, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ

ვარკეთილის პოლიკლინიკა. თბილისი, ჯავახეთის ქ. 71

დიდი დიღმის პოლიკლინიკა. პეტრიწის 16, თბილისი

ნახეთ ვრცლად

გელა ბაჯელიძე

ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ვაზისუბნის პოლიკლინიკა. შანდორ პეტეფის 36

საბურთალოს პოლიკლინიკა. თბილისი, ვაჟა ფშაველას 40

მთაწმინდის პოლიკლინიკა. თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. 8

გლდანის პოლიკლინიკა. თბილისი, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ

ვარკეთილის პოლიკლინიკა. თბილისი, ჯავახეთის ქ. 71

დიდი დიღმის პოლიკლინიკა. პეტრიწის 16, თბილისი

დიდი დიღმის პოლიკლინიკა. პეტრიწის 16, თბილისი

მიმართულების ნახვა