თეა მეფარიძე

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

თეა მეფარიძე "ევექსში" ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2019 წელს.

თეას 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის იყო ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერი „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“. იყო ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორი „შემოსავლების სამსახურში“. 2 წლის განმავლობაში იკავებდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას შპს „ახალ ქსელებში“. იყო ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი სადაზღვევო კომპანია „უნისონში“. 

თეას აქვს ტრენერობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. არის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრი. მას დამთავრებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი. გავლილი აქვს ტრენინგები და კურსები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურის „გაუს თბილისის პიარ სკოლაში“  და „პარტნიორები-საქართველოს“ კურსი ადამიანური რესურების მართვაში.