ნათია კაპანაძე

მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების დირექტორი

ნათია კაპანაძე - ევექსი კლინიკების მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა 2022 წლის იანვრიდან.

2019 წლიდან 2022 წლამდე იკავებდა ევექსი კლინიკების კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსს" შემოუერთდა 2018 წელს კომერციული პროექტების და გაყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ნათიას 17-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგის, გაყიდვების და კომერციული პროექტების მართვაში ხელმძღვანელ პოზიციებზე. 2014 წლიდან იყო ლიტვური საერთაშორისო ჰოლდინგის ACME GROUP-ის წევრი კომპანიის ACC Distribution-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, სადაც ხელმძღვანელობდა შემდეგი საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგს საქართველოში Dell, ASUS, Acer, Lenovo, Philips, Midea, Daewoo და სხვა საერთაშორისო ბრენდებს.

ნათიამ კარიერა დაიწყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. 2006 წლიდან 2014 წლამდე გაყიდვების, მარკეტინგის და კომერციული პროექტების მიმართულებით ხელმძღვანელობდა დეპარტამენტებს "უნისონში", "ბერტაში" და "ულტრაში".

ასევე, იყო კრეატიულ სააგენტოში მთავარი პროექტ მენეჯერი, სადაც ხელმძღვანელობდა შემდეგი კომპანიების კომერციულ პროექტებს: "Procter&Gamble", "თიბისი ბანკი", "ელიტ ელექტრონიქსი", "ბეკო", "ბანკი რესპუბლიკა", "ნატახტარი", "Danone", "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი", "პსპ", "ალტა", "ავერსი", გარემოს დაცვის სამინისტრო და სხვა. 5 წლის განმავლობაში იყო სარეკლამო სააგენტოს დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობდა "ჯეოსელის" BTL პროექტებს.

ნათიას განათლება მიღებული აქვს ჟურნალისტიკის მიმართულებით, არის MBA OM პროგრამის მაგისტრი ბიზნეს სკოლა ESM-ში. ტრენინგები გავლილი აქვს ლიდერშიპის, გაყიდვების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეფექტური კომუნიკაციის და მარკეტინგის მიმართულებით.