ირინა მეზურნიშვილი
ირინა მეზურნიშვილი - "ევექსი კლინიკების" ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა 2019 წლის აპრილიდან.
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსში" 2018 წლიდან მუშაობდა პოლიკლინიკური ქსელის პროცესებისა და სტანდარტების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
ირინას 8-წლიანი გამოცდილება აქვს საბანკო სფეროში პროცესების ოპტიმიზაციის, ცვლილებების მართვის, ლინ მენეჯმენტის, სტრატეგიული პროექტების მართვაში.
ირინამ კარიერა დაიწყო სს "თიბისი ბანკში" 2010 წელს. 2018 წლამდე, როგორც ბიზნესის ტრანსფორმაციის მენეჯერი, კოორდინირებას უწევდა პროცესების ოპტიმიზაციის, ლინ ტრანსფორმაციის, ქოუჩინგის, ეჯაილ ტრანსფორმაციის პროექტებს. იგი ასევე მონაწილეობდა ბანკი "კონსტანტასა" და ბანკი "რესპუბლიკას" "თიბისი ბანკთან" შერწყმის პროექტებსა და ფილიალების ქსელის განვითარების პროექტში.
ირინამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო კავკასიის უნივერსიტეტში (CSB) ფინანსების მიმართულებით და სწავლა განაგრძო თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლა ESM-ში, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA).
ირინა არის DAAD-ის სტიპენდიანტი, გავლილი აქვს ტრენინგები პროექტების მართვის, ლინის, სქრამისა და ეჯაილის მიმართულებით.მმართველი გუნდი
ნახეთ ვრცლად
გიორგი გორდაძე
დირექტორინახეთ ვრცლად
ნინო ჩუბინიძე
დირექტორის მოადგილენახეთ ვრცლად
გიორგი ბერია
კლინიკური დეპარტამენტის უფროსინახეთ ვრცლად
ნათია კაპანაძე
კომერციული დეპარტამენტის უფროსინახეთ ვრცლად
შოთა დიდბარიძე
ფინანსებისა და შესყიდვების დეპარტამენტის უფროსინახეთ ვრცლად