გიორგი ბერია

კლინიკური დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბერია "ევექსი კლინიკების" გუნდს შეურთდა 2019 წლის სექტემბერში. გიორგის აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. ბოლო პერიოდში, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა კლინიკათა ქსელ "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკური მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

გიორგიმ კარიერა დაიწყო სასწრაფო დახმარების ექიმად. ჰაიმ შებას სახელობის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა ანესთეზიოლოგად, აკადემიკოს ყოფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში - გადაუდებელი დახმარების ექიმად და ანესთეზიოლოგად. იყო ანესთეზიოლოგი თვალის კლინიკა ოფთალმიჯშიც. ასევე, მუშაობდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში გადაუდებელი მედიცინის ექიმის პოზიციაზე.

გიორგის განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე. რეზიდენტურის კურსი გავლილი აქვს პოსტდიპლომური განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში. გავლილი აქვს ემორის უნივერსიტეტისა და თსსუ ერთობლივი მინი-რეზიდენტურის კურსი გადაუდებელ მედიცინაში. ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს ტრენერთა მომზადების კურსი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.