იოსებ მარგალიტაძე

სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი

ბათუმის პოლიკლინიკა. სელიმ ხიმშიაშვილის #20, ბათუმი



იოსებ მარგალიტაძე არის საქართველოს ანგიოლოგთა და ანგიოქირურგთა ასოციაციის წევრი. ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში დასაქმებულია 2013 წლიდან და ჩატარებული აქვს სხვადასხვა სირთულის 3 000-ზე მეტი ოპერაცია. იოსები ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ანგიოლოგია

ევექსის ქსელის ანგიოლოგიური მიმართულება განსაკუთრებულად განვითარებულია, სადაც ძირითადი ჩარევები ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ხდება დიაგნოზის სწრაფი დასმა და პრობლემის მოგვარება, როგორც ენდოვასკულარული მეთოდით (ოპერაციული მკურნალობა ღია ქირურგიული განაკვეთის გარეშე), ასევე ღია წესით.