18 დეკემბერი, 2018

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოლოგიური პროფილით პაციენტებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარდებათ

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოლოგიური პროფილით პაციენტებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარდებათ

20 დეკემბერს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგიული გუნდი ეწვევა და პაციენტებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

პაციენტებს უშუალოდ მიიღებს ქვეყნის ცნობილი კარდიოქირურგი, დასავლეთ საქართველოს კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაყმაძე.
რთული პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში მოხდება კარდიოქირურგიული ჩარევისა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა.

უფასო კონსულტაციები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (გამსახურდიას ქ. 206) 11:00 – 17:00 სთ–მდე გაგრძელდება.