28 იანვარი, 2020

უფასო სკრინინგი ევექსი კლინიკების ქსელში

ევექსი კლინიკების დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით თბილისის პოლიკლინიკებში უფასო სკრინინგები ტარდება.

 

სწრაფი ტესტების გაკეთება შესაძლებელია:

  • C ჰეპატიტზე
  • ტუბერკულოზზე
  • აივ-ინფექციაზე

 

ინფიცირებულ პირთა უმრავლესობას არ აღენიშნება სპეციფიკური სიმპტომები და მათთვის ხშირად არ არის ცნობილი ამ დაავადების არსებობის შესახებ.

 

აღნიშნული დაავადებების დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობასა და ცხოვრების ხარისხს.

 

სკრინინგი საუკეთესო საშუალებაა უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებების გამოსავლენად.

 

სკრინინგის ჩატარება 18 წლიდან ზემოთ პაციენტებისთვის არის მნიშვნელოვანი.

სკრინინგების ჩატარება შესაძლებელია როგორც დაზღვეული, ასევე დაუზღვეველი პაციენტებისთვის. არ არის აუცილებელი იყოთ რეგისტრირებული ევექსი კლინიკების ქსელში.

სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა რეგიონში ხართ რეგისტრირებული.

 

 

სკრინინგების ჩატარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:

 

თბილისი

 

საბურთალო - ვაჟა-ფშაველას გამზ. №40;

 

საბურთალო - დ. თავხელიძის ქ. №1;

 

ვარკეთილი - ჯავახეთის ქ. №30;

 

ისანი - ქეთევან წამებულის ქ.№69;

 

დიდუბე - აკ. წერეთლის გამზირი №123;

 

გლდანი - მარატ ნოზაძე №8;

 

დიდი დიღომი - ი. პეტრიწი #16, #16ა კორპუსების მიმდებარედ;

 

მთაწმინდა - ვეკუას ქ.№3;

 

მთაწმინდის რაიონი - ქიაჩელის ქ. №18-20;