22 მაისი, 2017

თბილისში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციის რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი ჩატარდა

თბილისში რიგით მეოთხე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ და ქართულმა ინტერნაციონალურმა სამედიცინო და საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამართეს.

კონფერენცია მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევებს, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებდა.

2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით იყო დაყოფილი, სადაც დელეგატებმა ევროპის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გინეკოლოგიური ონკოლოგია, ჰემატოლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, დერმატო-ონკოლოგია, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებები და ორთოპედია-ტრავმატოლოგია.

სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოში ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც ჩამოვიდა, რომლებმაც კოლეგებს საკუთარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება გაუზიარეს.

საერთაშორისო სემინარი საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილია, რომელიც უკვე მეოთხე წელია ხელმძღვანელობს აღნიშნულ სემინარს.