07 ნოემბერი, 2017

სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებისთვის სამედიცინო კორპორაცია ევექსისგან

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ სამედიცინო კორპორაცია ევექსის პოლიკლინიკებში და 70% -100% -მდე დაფინანსებით მიიღონ:

  • ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია;
  • ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ევექსის პოლიკლინიკებში დარეგისტრირებისას ბენეფიციარები მიიღებენ ჯიპისის ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელის  10 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონის მასშტაბით ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში:

  • ბათუმის პოლიკლინიკა მის: სელიმ ხიმშიაშვილის 20
  • ზუგდიდის პოლიკლინიკა მის: მ. კოსტავას 1
  • ფოთის პოლიკლინიკა მის: გამსახურდიას 6
  • ჩაქვის პოლიკლინიკა მის: თამარ მეფის 40
  • თელავის პოლიკლინიკა მის: გია არსენიშვილის 15
  • მარნეულის პოლიკლინიკა მის: შ. რუსთაველის  53
  • საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ.40
  • ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის გამზ.69
  • გლდანის პოლიკლინიკა, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
  • ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ. 30
  • მთაწმინდის პოლიკლინიკა, ვ.ვეკუას ქ. 3
  • დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ი.პეტრიწის ქ.16
  • დიდუბის პოლიკლინიკა, აკ.წერეთლის გამზ.141ა

სამედიცინო კორპორაცია ევექსი თბილისის პოლიკლინიკებში დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე პაციენტებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, ასევე, 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება ყველა იმ სერვისზე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნაწილობრივ ფარავს.