14 მაისი, 2018

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა ექთნის საერთაშორისო დღე აღნიშნა

12 მაისს მსოფლიო ექთნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კვალიფიციური ექთანი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა.

საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანი მუშაობს. ჯანდაცვის მუშაკთა ამ რგოლის უფლება-მოვალეობები თანამედროვე მედიცინაში გაზრდილია და მათ საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის მკურნალობის სწორი მართვა.

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” მეორე წელია საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს ექთნის საერთაშორისო დღეს და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ევექსის 3200 ექთნისთვის ევგენი მიქელაძის საქართველოს ეროვნული სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით დაუკრა, კონცერტში ასევე მონაწილეობას იტალიიდან მოწვეულმა აკორდეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარჩიმ მიიღო.

ექთნის საერთაშორისო დღეს “სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” ქსელში ყველაზე უხუცესი და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ექთნები დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები