27 აპრილი, 2018

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ხანის აკადემიის (Khan Academy) ბიოლოგიის მასალის გაქართულების მხარდამჭერი გახდა

დღეიდან ყველა მოსწავლეს ვისაც ბიოლოგია აინტერესებს და ვისაც სურს საგანი მარტივად და გასაგებ ენაზე  სრულფასოვნად შეისწავლოს, შესაძლებლობა ექნება ბიოლოგიის ვიდეო გაკვეთილები ინტერნეტში სრულად უფასოდ მიიღოს. „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ხანაკადემის ბიოლოგიის მასალების გაქართულება დააფინანსა.

პროექტს ედუქეარ ჟორჟია ახორცილებს, მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა, ხანაკადემი მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო პლატფორმაა და ინტერნეტ გაკვეთილებით ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში ყოველდღიურად მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი  სარგებლობს.