01 ივნისი, 2017

მხიარული 1 ივნისი იაშვილის საავადმყოფოსა და ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში

საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში. პატარა პაციენტებს სიურპრიზებს "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები და ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი ანიმატორები  უწყობდნენ. 

ორივე კლინიკის  500-ზე მეტ პაციენტს საჩუქრები და მხატვრული ლიტერატურა გადაეცათ.  იაშვილისა და ციციშვილის კლინიკებში პაციენტების გართობა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.