16 მაისი, 2017

მეიოს კლინიკის წარმომადგენლები კრიტიკული მედიცინისა და ტრავმის მიმართულებით 3 დღიან ტრენინგებს ჩაატარებენ

საქართველოში მსოფლიოში ერთ–ერთი ლიდერი ამერიკული კლინიკის – „მეიოს კლინიკის“ ტრენერები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ დიაგნოსტიკურ ცენტრში 16, 17 და 18 მაისს უცხოელი კოლეგები ტრენინგებს: კრიტიკული მედიცინის ფუნდამენტურ საფუძვლებში (FCCS); პედიატრიული კრიტიკული მედიცინის ფუნდამენტურ საფუძვლებსა (PFCCS) და ტრავმა-ქირურგიის მიმართულებით ჩაატარებენ. ტრენინგებს ქსელის გადაუდებელი მედიცინის ექიმები (ER), ტრავმატოლოგები, თერაპევტები, პედიატრები და სხვადასხვა მიმართულების ექიმები დაესწრებიან.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კოლეგები დააკვირდებიან და შეაფასებენ მეორე თაობის ტრენერების მიერ დამოუკიდებლად ჩატარებულ ტრენინგებს კრიტიკული მედიცინის (FCCS) და პედიატრიული კრიტიკული მედიცინის ფუნდამენტურ საფუძვლებში (PFCCS). ასევე დაგეგმილია აღნიშნული კურსების სამომავლო იმპლემენტაცია, ჩატარდება მასტერკლასი „სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მიმართულებით.

დღეისათვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ 20 ახალი თაობის ლიცენზირებული ტრენერია. ევექსის სასწვლო ცენტრს აღებული აქვს როგორც ეროვნული აკრედიტაცია, ისე საერთაშორისო (ამერიკული) ლიცენზია რაც საშუალებას აძლევს ევროპის და აზიის ნებისმიერი ქვეყნიდან  მოწვეული ექიმები გადაამზადოს აღნიშნულ კურსებში.