20 მაისი, 2019

ჯანდაცვის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 18 და 19 მაისს ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA), ევექსთან პარტნიორობით ჯანდაცვის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით იყო დაყოფილი, სადაც დელეგატებმა ევროპის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრებეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კუჭის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები, ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, თანამედროვე დიაგნოსტიკა პათოლოგიაში, ტრავმატოლოგია, კარდიოლოგიადა კარდიოვასკულარული ქირურგია. ერთ-ერთი სესია  სამედიცინოს სტუდენტებს დაეთმო, სადაც განხილულ იქნა სამედიცინო კარიერაში არსებული პერსპექტივები და შესაძლებლობები.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართველი და ევროპელი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მედიცინის განვითარების ხელშესაწყობად.