16 აპრილი, 2021

ევექსი კლინიკებისა და ლიბერთი ბანკის პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება

დღეიდან,  ლიბერთის მომხმარებლები - კერძოდ სოციალური ბარათის მფლობელები და პედაგოგები, ევექსი კლინიკების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას განსაკუთრებული ფასდაკლებით მიიღებენ.

 

განახლებული პირობების ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გავრცელდება გაზრდილი - 30% ფასდაკლება, ხოლო ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე შეღავათები. მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

 

#ლიბერთიგულით და ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი 2020 წელს დაიწყო, წელს კი სოციალური ბარათის მფლობელებთან ერთად, ფასდაკლებების მიღებას პედაგოგებიც შეძლებენ:

 

  • პროგრამით სარგებლობა პედაგოგებისთვის მარტივია - მათ გაეგზავნებათ სპეციალური შეთავაზება SMS შეტყობინების საშუალებით, რომელიც უნდა წარადგინონ სასურველ კლინიკაში
  • საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პედაგოგი, რომელიც რეგისტრირებულია ან დარეგისტრირდება ევექსი კლინიკებში, მიიღებს ფასდაკლებას იმ მომსახურებებზეც, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
  • იგივე ვრცელდება კერძო დაზღვევის მქონე პედაგოგებზე, რომლებიც მიიღებენ ფასდაკლებას იმ მომსახურებებზე, რომელიც არ ფინანსდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, ან უკვე ამოწურული აქვთ ლიმიტი. 

 

 „პანდემიამ ნათლად გამოკვეთა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. ევექსი კლინიკები პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

 

ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ერთი წელია რაც მომხმარებლები 800-მდე სამედიცინო სერვისსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი დღეიდან განახლებული პირობით ისარგებლებენ და ეს შეღავათები გავრცელდება დამატებით პედაგოგებზეც“ - განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ. 

 

 

 

სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

 

#ლიბერთიგულით პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყოველ გადახდაზე მაქსიმალურად დაზოგოთ თანხები.

გადაიხადეთ თქვენი სოციალური ბარათით ევექსი კლინიკებში და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით და განსაკუთრებული ფასებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ევექსი კლინიკების შეთავაზებები სპეციალურად თქვენთვის:

 

  • ლაბორატორიული გამოკვლევები  - 30% ფასდაკლება 
  • სპეციალისტების კონსულტაცია - 30% ფასდაკლება  
  • ექოსკოპიური გამოკვლევები - 20% ფასდაკლება  
  • კომპიუტერული ტომოგრაფია - 50% ფასდაკლება
  • პოსტ-კოვიდ გამოკვლევებზე ოჯახის 2 და მეტ წევრზე გავრცელდება დამატებით 10%-იანი ფასდაკლება. პოსტ-კოვიდის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://postcovid.ge/

სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტის“ შეთავაზებები:

  • სტომატოლოგის კონსულტაცია - უფასო   
  • ორთოპედის კონსულტაცია - უფასო  
  • ქირურგია - 50% ფასდაკლება  
  • კბილის ექსტრაქცია - 50% ფასდაკლება  
  • წმენდა - 50%  ფასდაკლება  
  • იმპლანტაცია - 30%-დან - 40%-მდე ფასდაკლება  
  • ორთოპედია (პროთეზირება) - 10%-დან 30%-მდე ფასდაკლება  
  • ორთოდონტია (ბრეკეტები) - 10%-დან - 30%-მდე  ფასდაკლება 
  • სხვა სტომატოლოგიური მომსახურებები - 10%-დან - 30%-მდე  ფასდაკლება 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 55 05 05

 

 

ევექსი კლინიკების მისამართები

 

თბილისი

  • ქ. თბილისი, საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ. №40
  • ქ. თბილისი, საბურთალოს პოლიკლინიკა, დავით თავხელიძის ქ. №1
  • ქ. თბილისი, გლდანის პოლიკლინიკა, მარატ ნოზაძის ქ.№8
  • ქ. თბილისი, ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის ქ.№69
  • ქ. თბილისი, ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ.№30
  • ქ. თბილისი, მთაწმინდის პოლიკლინიკა ვეკუას ქ.№3
  • ქ. თბილისი, დიდუბის პოლიკლინიკა, წერეთლის გამზირი №123
  • ქ. თბილისი, დიდი დიღმის პოლიკლინიკა,  ი. პეტრიწის ქ.№16, №16ა კორპუსების მიმდებარედ;

 

კახეთი 

 

  • ქ. ახმეტა, რუსთაველის ქ. №78ა
  • ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქ.№15
  • ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №3ა

 

 

აჭარა 

  • ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ.№20
  • დაბა ჩაქვი, ქუჩა თამარ მეფის, ქ.№40, მიმდებარედ
  • რაიონი ხულო, დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1
  • რაიონი ქედა, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№14
  • რაიონი შუახევი, დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32

 

იმერეთი

  • ქ. ქუთაისი, პ. იაშვილის ქ.№ 9 ნაკვეთი ქ.№3;
  • ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69
  • ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ.№10
  • რაიონი წყალტუბო, სოფელი ხომული, ერისთავის ქუჩის გაგრძელება ქ.№16
  • ქ. ხონი, სოლომონ მეორის ქ. №21

 

 

სამეგრელო

  • ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ.№1
  • ქ. აბაშა, თავისუფლების ქ.№143
  • ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ.№111
  • ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6
  • ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№ 6
  • ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ.№2
  • ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ.№19

 

 

სამცხე-ჯავახეთი

  • დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11
  • დაბა ასპინძა, შალვა ახალციხის ქ. N 1/ა
  • ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ.№48

 

 

შიდა ქართლი

  • ქ. ქარელი, ფანასკერტელის ქ.№30