10 აპრილი, 2020

ევექსი კლინიკების აქტივობები

მადლობა ჩვენს ექიმებს და თითოეული კლინიკის თანამშრომელს ერთგული და თავდადებული შრომისთვის!

ევექსი კლინიკების გუნდი საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების დღიდან უწყვეტად აგრძელებს მუშაობას და 1 თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით:

✔ გავეცით 201,723 სამედიცინო სერვისი

✔სამედიცინო სერვისების უწყვეტად მიწოდებისათვის მუშაობს 2,977 თანამშრომელი

✔ ევექსმობილით და ექიმების გუნდით მოვემსახურეთ 37 კომპანიას ადგილზე და შევამოწმეთ მათი 2567 თანამშრომელი

✔ შევქმენით ექიმების სატელეფონო კონსულტაციის ცხელი ხაზი და გავეცით 1,480 რეკომენდაცია

✔ შევქმენით ონლაინ კაბინეტები, სადაც გავაერთიანეთ 5000-მდე წევრი, გავუწიეთ დისტანციური კონსულტაცია და ვუპასუხეთ 800-მდე კითხვას

✔ ონლაინ კონსულტაციისთვის facebook-ზე განვახორციელეთ ექიმების 8 LIVE ჩართვა

✔ შევქმენით ე.წ. ტრიაჟის კითხვარი ვებ-გვერდზე, რომელიც შეავსო 32 000-მა ადამიანმა

✔ 1 კვირის განმავლობაში 4 ტელევიზიის დილის ჩართვებით განხორციელდა ევექსი კლინიკების ექიმების 17 ჩართვა და კონსულტაცია